четверг, 20 ноября 2014 г.

წარმატება


"გარემოს დაცვის სამინისტრო, პრემიერმინისტრის ინიციატივით   ახორციელებს  პროექტს ”ნუ დატოვებ ნარჩენებს იზრუნე გარემოზე”. აშშ-ის საერთაშორისო   განვითარების სააგენტოს (USAID) და კავკასიის  გარემოსდაცვითი  არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN)   ორგანიზებით,  საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით, ნარჩენების   თემაზე ვიდეო  კონკურსი ჩატარდა. კონკურსში კახეთის და აჭარის   რეგიონების 30- მდე საჯარო სკოლამ მიიღო მონაწილეობა. კონკურსანტებმა  ნარჩენების  თემატიკასთან დაკავშირებით, ვიდეო-რგოლები წარმოადგინეს.  კონკურსში მონაწილე ყველა სკოლას ნარჩენების სეპარაციის ურნები, ხოლო  გამარჯვებულ 15 სკოლას საჩუქრად სპეციალური ზურგჩანთები გადაეცათ.  გამარჯვებული სკოლის მოსწავლეები ბულაჩაურის ბანაკში გაემგზავრებიან,  სადაც მათ ნარჩენების მართვასა და სხვა გარემოსდაცვით აქტუალურ საკითხზე   ტრეინინგები ჩაუტარდებათ."  

ვანთის საჯარო სკოლის  IX კლასის მოსწავლეების ვიდეო ნამუშევარმა გაიმარჯვა WMTR (ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში)- ის მიერ ჩატარებულ სასკოლო კონკურსში.



IX კლასის ორი აქტიური და წარმატებული მოსწავლე ანა ყაჭიაშვილი და ანი ბაზიერაშვილი მიწვეულები არიან ბულაჩაურის ორდღიან ეკო-ბანაკში 18-19 ნოემბერს.





საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის 

მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ, ნარჩენების თემაზე 

ჩატარებული ვიდეოკონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა.


მოსწავლეებს ბულაჩაურის ბანაკში  ნარჩენების მართვასა და სხვა 

გარემოსდაცვით აქტუალურ საკითხზე ტრეინინგები ჩაუტარდათ.



1-წყარო
2-წყარო

Комментариев нет:

Отправить комментарий