суббота, 3 октября 2015 г.

суббота, 13 декабря 2014 г.

ნარჩენებისგან დამზადებული ნაძვის ხეები

2014 წლის 11 დეკემბერი

კლასის საათი:ნარჩენების გამოყენება

მოსწავლეებს დავუსვი კითხვები:
  • რატომ უნდა გამოვიყენოთ ნარჩენები?
  • როგორ უნდა შევამციროთ ნარჩენები?
  • თუ იყენებთ თქვენ ნარჩენებს და როგორ?
მათ ინდივიდუალურად უპასუხეს ჩემს მიერ დასმულ კითხვებს.მოსწავლეებმა თსუ ეკო კლუბის კონკურსის "შექმენი საახალწლო ნაძვის ხე"-სთვის დაამზადეს ნაძვის ხეები.მათ წარმოადგინეს ისინი და ისაუბრეს თუ რა ნარჩენები გამოიყენეს და როგორ დაამზადეს ნაძვის ხეები.
  

ანა ყაჭიაშვილი:


თეა იმერლიშვილი:




სოფიკო ქურციკიძე და ია ყაჭიური:




შემდეგ მე მათ ვუჩვენე ჩემს მიერ დამზადებული ნაძვის ხეები და ავუხსენი თუ როგორ შეიძლება მათი  აწყობა ნარჩენებისგან:






четверг, 20 ноября 2014 г.

წარმატება


"გარემოს დაცვის სამინისტრო, პრემიერმინისტრის ინიციატივით   ახორციელებს  პროექტს ”ნუ დატოვებ ნარჩენებს იზრუნე გარემოზე”. აშშ-ის საერთაშორისო   განვითარების სააგენტოს (USAID) და კავკასიის  გარემოსდაცვითი  არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN)   ორგანიზებით,  საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით, ნარჩენების   თემაზე ვიდეო  კონკურსი ჩატარდა. კონკურსში კახეთის და აჭარის   რეგიონების 30- მდე საჯარო სკოლამ მიიღო მონაწილეობა. კონკურსანტებმა  ნარჩენების  თემატიკასთან დაკავშირებით, ვიდეო-რგოლები წარმოადგინეს.  კონკურსში მონაწილე ყველა სკოლას ნარჩენების სეპარაციის ურნები, ხოლო  გამარჯვებულ 15 სკოლას საჩუქრად სპეციალური ზურგჩანთები გადაეცათ.  გამარჯვებული სკოლის მოსწავლეები ბულაჩაურის ბანაკში გაემგზავრებიან,  სადაც მათ ნარჩენების მართვასა და სხვა გარემოსდაცვით აქტუალურ საკითხზე   ტრეინინგები ჩაუტარდებათ."  

ვანთის საჯარო სკოლის  IX კლასის მოსწავლეების ვიდეო ნამუშევარმა გაიმარჯვა WMTR (ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში)- ის მიერ ჩატარებულ სასკოლო კონკურსში.



IX კლასის ორი აქტიური და წარმატებული მოსწავლე ანა ყაჭიაშვილი და ანი ბაზიერაშვილი მიწვეულები არიან ბულაჩაურის ორდღიან ეკო-ბანაკში 18-19 ნოემბერს.





საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის 

მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ, ნარჩენების თემაზე 

ჩატარებული ვიდეოკონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა.


მოსწავლეებს ბულაჩაურის ბანაკში  ნარჩენების მართვასა და სხვა 

გარემოსდაცვით აქტუალურ საკითხზე ტრეინინგები ჩაუტარდათ.



1-წყარო
2-წყარო

четверг, 23 октября 2014 г.