19 სექტემბერს ,,დავასუფთაოთ საქართველო,, კამპანია დაიწყო.
სექტემბერის თვეში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტარდება დასუფთავების ყოველწლიური საერთაშორისო კამპანია – ,,დავასუფთაოთ მსოფლიო“ (Clean Up the World). კამპანიის ფარგლებში შექმნილია გარემოსადცვითი რუკა, რომელზეც აღნიშნულია ყველა ის ქვეყანა, რომლებიც მონაწილეობენ ყოველწლიურ დასუფთავების აქციაში. ამ დროისათვის ,,დავასუფთაოთ მსოფლიო“ კამპანიის მონაწილეა 134-ი ქვეყანა. მათ შორის არის საქართველო, რომელიც მსოფლიო კამპანიას შეუერთდა 2010 წელს და ის რიგით 121-ე ქყვეყანაა, რომელიც დატანილი იქნა მსოფლიო გარემოსდაცვით რუკაზე.
2014 წლის სექტემბის მსოფლიო კამპანიის მოწოდებაა: ჩვენი ქვეყანა... ჩვენი პლანეტა... ჩვენი პასუხისმგებლობა.
"ერთად დავასუფთაოთ საქართველო!"
2014 წლის 19-20 სექტემბერს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთის მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს აქციაში,რომელსაც ,,ერთად დავასუფთაოთ საქართველო"ჰქვია!"
19 სექტემბერს(პარასკევს)მათ დაასუფთავეს სკოლის ეზო.
Комментариев нет:
Отправить комментарий